საკონსტიტუციო სასამართლო

მშვენიერაძე: პაპუაშვილის განცხადებაზე პროკურატურის პასუხი შეურაცხმყოფელია

ძალიან შეურახცმყოფელად აღვიქვი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებს განცხადებას, რომ მოსამართლეთა მიმართ მიმდინარეობს ზეწოლა, რომ საუბარი იყო მოსამართლეთა ოჯახის წევრთა ბიზნესის შევიწროებაზე, რომ იყო ფალსიფიცირებული თუ ნამდვილი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების მუქარაზე, საუბარი იყო პრივილეგიების მიცემაზე. და იმის ნაცვლად, რომ თუნდაც მთავარი პროკურორი დაკავშირებოდა სასამართლოს თავმჯდომარეს და ყოფილიყო შესაბამისი გამოხმაურება მთავრობიდან, მივიღეთ პროკურატურის განცხადება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მივიდეს მთავარ პროკურატურაში. ასევე პაპუაშვილს საკუთარი ინიციატივით მოუხდა პრემიერთან დაკავშირება, ნორმალურ ქვეყანაში კი პრემიერი ამ განცახდების შემდეგ თავად უნდა ინტერესდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე გიორგი პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურის პასუხზე ტაბულას "თეორემას" ეთერში.

კომენტარები