ევროკავშირი

ევროკავშირის თავმჯდომარე ბრიტანეთის ნაცვლად ესტონეთი იქნება

Postimees/Scanpix

ევროპის საბჭოს პრესსპიკერის თქმით, ბრიუსელში შეხვედრაზე მყოფი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ 2017 წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა დიდი ბრიტანეთის ნაცვლად ესტონეთი გახდება.

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლების თქმით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობის ნაცვლად, ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე უნდა ფოკუსირდეს.

ცნობისთვის, ესტონეთის თავმჯდომარეობის დაწყება ევროკავშირში 2018 წლის პირველ ნახევარში იყო დაგეგმილი, თუმცა, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ, მოვლენები 6 თვით დააჩქარა.

კომენტარები