სომხეთი

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური აჯანყებას არ ადასტურებს

http://news.am/

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური აჯანყებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. უწყების პრესსპიკერის თქმით, დღეს, 17 ივლისის დილას, სომხეთის პოლიციის საპატრულო დაცვის პოლკს თავს დაესხნენ და ადამიანები, რომლებიც ამ დროს პოლკის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, მძევლად აიყვანეს.

უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ამავდროულად, იყო მცდელობა სოციალური ქსელების საშუალებით გაევრცელები დეზინფორმაცია აჯანყების დაწყებასთან და შენობების დაკავებასთან დაკავშირებით.

„სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური ოფიციალურად აცხადებს, გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება და სახელმწიფო სამსახურები ნორმალურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს - იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

რაც შეეხება თავდამსხმელებს, მათთან ამ ეტაპზე მიმდინერეობს მოლაპარაკებები, რათა ისინი მშვიდობიანად ჩაბარდნენ.

„ნებისმიერი უკანონო ქმედება იქნება აღკვეთილი და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან“ - აცხადებენ სომხეთის ეროვნულ უშიშროების სამსახურში.

კომენტარები