შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
"სამართალდამცველებმა, ზურაბ ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „სმიტ ვესონის“ ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „მაკაროვის“ სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 2 მჭიდი და 38 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით)" - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.




![კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/ass.png.jpg?itok=71JE_M-6)
