არჩევნები 2016

უსუფაშვილი: დიახ, რესპუბლიკური პარტია უნდა იყოს მომავალ პარლამენტში

ჩვენ ამ მოწვევის პარლამენტში 9-10 წევრი გვყავდა, მაგრამ მე მგონი, სერიოზული კვალი დავამჩნიეთ საქართველოს პარლამენტსაც და პოლიტიკურ ცხოვრებასაც. ასე რომ, ჩვენთვის ეს სოლიდური წარმომადგენლობაა. წარმატებაში ვგულისხმობთ იმას, რომ დიახ, რესპუბლიკური პარტია უნდა იყოს მომავალ პარლამენტში. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის კარგი და საჭიროა არა მხოლოდ რესპუბლიკელებისთვის, არამედ - საქართველოს პარლამენტისთვის, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ისევე, როგორც დღემდე იყო. ჩვენ ვიყავით ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში, ხან ოპოზიციურ ფლანგზე, ხან სახელისუფლებო ფლანგზე და, ბუნებრივია, პოლიტიკური პარტიის ამოცანაა, რომ ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი გავლენა საზოგადოებაზე.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 2030-ის ეთერში.

კომენტარები