ამნისტიის შესახებ კანონი

დღეს პრეზიდენტი ამნისტიის შესახებ კანონს ხელს მოაწერს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

დღეს პრეზიდენტი ამნისტიის შესახებ კანონს ხელს მოაწერს. დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ მთელი რიგი ნაკლებადმძიმე დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდებიან 70 წლის ან 70 წელს გადაცილებული მამაკაცები და 65 წლის ან 65 წელს გადაცილებული ქალი ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

ეკა მიშველაძის თქმით, მისთვის უცნობია კონკრეტული სტატისტიკა, რამდენი მსჯავრდებული და ბრალდებული დატოვებს საპატიმროს.

ამნისტის შესახებ კანონი პარლამენტმა 2016 წლის 24 ივნისს მიიღო.

კომენტარები