ვისურვებდი, რომ ქართულმა ოცნებამ რაც შეიძლება მალე ამცნოს საზოგადოებას, ვინ სად იყრის კენჭს, იმიტომ, რომ კამპანიას დრო სჭირდება და სწორედ ისეთი კამპანიის მომხრე ვარ მე, როგორიც 2012 წელს ჩავატარეთ, როდესაც თითოეულ ოჯახთან, თითოეულ ადამიანთან მივდიოდით. დღეს სალაპარაკო კიდევ უფრო მეტი გვაქვს, იმიტომ, რომ ოთხი წლის მანძილზე აუარება საქმე გაკეთდა. ვაღიარებ იმასაც, რომ ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც ვერ მიიტანა სათქმელი ბოლომდე საზოგადოებასთან, ოთხი წლის მანძილზე, არადა იმდენი რამ გაკეთდა, რომ ხანდახან ვფიქრობ, ალბათ დანაშაულიც კია, რომ ხალხმა ვერ გაიგო თუ რა გაკეთდა, თუ საკუთარ თავზე არ გამოსცადა ეს. ეს სამუშაო ჩასატარებელია
tbl.ge/1sjk
დაკოპირდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია იბერიასთან სტუმრობისას
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია




