საგარეო ვაჭრობა

საქართველოს ათი უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან ექვსის ექსპორტი შემცირებულია

independent.co.uk

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს ექსპორტმა $780 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია. საქართველოს ათი უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან კი ამ პერიოდში ექსვსის ექსპორტი შემცირდა, მათ შორისაა ფეროშენადნობები, სამკურნალო საშუალებები და მსუბუქი ავტომობილები. 

 

იმ ექვსი საქონლის ჩამონათვალი რომელთა ექსპორტიც შემცირდა ასე გამოიყურება:

  1. ფეროშენადნობები - $65 მილიონი, 24%-იანი კლება
  2. ავტომობილების ექსპორტი - $63 მილიონი, 28%-იანი კლება
  3. თხილი - $58 მილიონი, 17%-იანი კლება
  4. მედიკამენტები - $40 მილიონი, 19%-იანი კლება
  5. აზოტოვანი სასუქები - $39 მილიონი, 12.5%-იანი კლება
  6. მინერალური წყლები- $33 მილიონი, 14%-იანი კლება

ექსპორტის ზრდა კი ოთხი დასახელების პროდუქტში შეიმჩნევა მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  1. სპილენძის მადნები - $126 მილიონი, 20%-იანი ზრდა
  2. ღვინო - $36 მილიონი, 17%-იანი ზრდა
  3. ოქრო - $32 მილიონი, 37%-იანი ზრდა
  4. სპირტიანი სასმელები - $29 მილიონი, 34%-იანი ზრდა

ექსპორტის კლების მიუხედავად ლარს ამ პერიოდში გამყარების ტენდენცია ჰქონდა, რაც სავარაუდოდ უცხოური ვალუტის შემოდინების სხვა წყაროების ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას უკავშირდება. ასევე ლარის კურსზე გავლენა რეალური იმპორტის შემცირებულმა მაჩვენებელმაც მოახდინა, რის გამოც ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება შემცირებულია. 

კომენტარები