ვანო მერაბიშვილის საქმე

თარხნიშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პასუხი არაადეკვატურია

ეს არის ყოვლად არაადეკვატური და დაგვიანებული პასუხი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ასეთი გამოძიების დაწყება იქნებოდა ნორმალური და ადეკვატური ორი წლის წინ. დღევანდელ დღეს მთავრობისა და ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური პასუხი იქნებოდა ვანო მერაბიშვილის უპირობო გათავისუფლება ისევე, როგორც უკლებლივ ყველა სხვა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. რაც შეეხება ფარცხალაძეს, ის, რა თქმა უნდა, უნდა დაიკითხოს, მაგრამ ეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის საკმარისი პასუხი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან თარხნიშვილი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ.

კომენტარები