ოჯახური ძალადობა

ყოფილი ცოლის ცემაში ბრალდებულს სასამართლომ 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული გ.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

"მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 5 აპრილს, შუადღის საათებში, გ.ბ-მ სამსახურში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს მ.კ-ს და ურთიერთობის გარკვევის მოტივით ჩაისვა ავტომანქანაში. გ.ბ.-მ ქ. თბილისში, ნაფარეულის ქუჩიდან - კეკელიძის ქუჩამდე და თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას მ.კ.-ს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში განზრახ მიაყენა დაზიანებები. აღნიშნული ქმედებით, დაზარალებულს მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. სასამართლომ გ. ბ.-ს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები