ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილის პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერი დღეს არ გამოქვეყნდება

ბიძინა ივანიშვილი
David Mdzinarishvili / REUTERS

ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერის სრული ვერსია დღეს არ გამოქვეყნდება. ქართუ ჯგუფის პრესსამსახური გიორგი უძილაური ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ დღეს მედიას მხოლოდ 10-წუთიან ჩანაწერს მიაწვდიან. მისი თქმით, "ბეჭდურ მედიას და სააგენტოებს უნდა მიეცეთ საშუალება, პირველებმა მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია. ეს შეხვედრა ამიტომ იყო ბეჭდური მედიისთვის და არა - ტელევიზიებისთვის".

გიორგი უძილაური ამბობს, რომ შეხვედრის სრული ვიდეოჩანაწერი მოგვიანებით, "სავარაუდოდ, ხვალ" გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს დღევანდელი პრესკონფერენციის გადაღების საშუალება არ ჰქონდათ.

ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივი, საერთაშორისო ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების 65 წარმომადგენელს შეხვდა. 

კომენტარები