NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციასთან შეხვედრა

ჩიხრაძე: საერთაშორისო მეგობრებთან წინასაარჩევნო ძალადობაზე გვიწევს საუბარი

დღეს გაიმართა შეხვედრა NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციასთან და ბუნებრივია, საუბარი იყო ყველა იმ თემაზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და პრობლემურია საქართველოსთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ისეთ თემებზე საუბარი გვიწევს, როგორიც არის ძალადობის თემა წინასაარჩევნო პერიოდში, იგივე კორცხელის ინციდენტიდან გამომდინარე და დაგვიანებულ რეაქციებზე, რომელიც ჰქონდა ქართულ სახელმწიფოს. გვიწევს საუბარი მედიის პრობლემებზე და ისევ და ისევ რუსთავი 2-ის თემაზე ისინი ითხოვენ ახსნა-განმარტებას და გარკვეული პერსპექტივის დანახვას, როგორი შეიძლება იყოს მედია გარემო წინასაარჩევნო პერიოდში. 

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციასთან შეხვედრაზე

კომენტარები