საკონსტიტუციო სასამართლო

წულუკიანი: არასამთავრობოების და ენმ-ის პოლიტიკური კალენდარი ერთმანეთს ემთხვევა

ნაციონალურმა მოძრაობამ, მისმა დეპუტატებმა და სხვა წევრებმა უკვე მოამზადეს მსგავსი სარჩელი და ჩემთვის სიმბოლურია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური კალენდარი ერთმანეთს ემთხვევა. ის კოალიცია [დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის], რომელიც ამ [საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ახალი კანონის ანტიკონსტიტუციურად ცნობის შესახებ] სარჩელს ამზადებს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასევე შედგება ძალიან ბევრი კერძო ბიზნესისგან. აქაც მაქვს კითხვა - ვისი სარჩელია, ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თუ არასამთავრობოებისა და ბიზნესმენების - ამ რეფორმის წინააღმდეგ?

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მიერ, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებაზე.

კომენტარები