ქორწინებასთან დაკავშირებული რეფერენდუმი

ცესკო-მ ქორწინებასთან დაკავშირებით სარეფერენდუმო საკითხი დაარეგისტრირა

ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომიასიამ ქორწინების დეფინიციათან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი სარეფერენდუმო საკითხი დაარეგისტრირა. „თანახმა ხართ თუ არა რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის“ - ეს არის კითხვა, რომლის რეფერენდუმზე გატანისთვის საინიციატივო ჯგუფს 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება სჭირდება.

პროცედურის თანახმად, რეგისტრაციის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფმა 3 თვის ვადაში უნდა შეაგროვოს 200 ათასი ხელმოწერა. ამის შემდეგ, ცესკო ხელმოწერების ნამდვილობას შეამოწმებს და არაუგვიანეს 1 თვის ვადისა, პრეზიდენტს წარუდგენს გადაწყვეტილების მისაღებად.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

მიმდინარე წელს ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით ცესკო-მ უკვე მეორე სარეფერენდუმო საკითხი დაარეგისტრირა. გარდა ამისა, უწყებამ უარი განაცხადა დაერეგისტრირებინა სარეფერენდუმო შეკითხვა კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერის თაობაზე, ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ საკითხის ფორმულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის საარჩევნო კოდექსს და კანონს რეფერენდუმის შესახებ.

კომენტარები