ვიზალიბერალიზაცია

წულუკიანი: ოპტიმისტები ვიყოთ, ვიზალიბერალიზაციისთვის არაფერი დაგვიკლია

სამწუხაროა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იგვიანებს. თუმცა, ჩვენ მაინც ვართ ოპტიმისტურად განწყობილი. ამ ეტაპზე უკვე ბევრი არაფერი შეგვიძლია, რაც შეგვეძლო - ყველაფერი გაკეთდა. ახლა უკვე ევროკავშირის დიდმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს პოლიტიკურ დონეზეც ვაკეთებთ, რომ გავუადვილოთ ამ გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ ვართ კმაყოფილი იმით, რომ არავის მივეცით მიზეზი ეთქვათ, რომ რომელიმე რეფორმა არ განხორციელდა, ან ქართველმა ხალხმა ან მისმა მთავრობამ ამ პროცესს რამე დააკლო. ამიტომაც, ვიყოთ ოპტიმისტები, დაველოდოთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ვერდიქტს.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხებაზე.

კომენტარები