კომუნიკაციები

კავკასუს ონლაინის შესასყიდად მაგთიმ EBRD-ისგან $100 მილიონიანი სესხი აიღო

techreviewer.co.uk

კავკასუს ონლაინის შესასყიდად მაგთიკომმა EBRD-ისგან $100 მილიონიანი სესხი აიღო. EBRD-ისგან მიღებული თანხით, მაგთი კავკასუსის საცალო ქსელის მფლობელი გახდა. ამ გარიგების სესხით დაფინანსების შესახებ EBRD-ის განცხადებიდან გახდა ცნობილი.

კავკასუს ონლაინის საკუთრებაში შავი ზღვის ქვეშ განთავსებული მაგისტრალური ინტერნეტ კაბელიც არის, თუმცა ეს ქონება ისევე კავკასუსის საკუთრებად დარჩება, რადგანაც მაგთისთან გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ საცალო ქსელის გაყიდვას ითვალისწინებს.

კომპანიების საერთო განცხადებიდან ირკვევა, რომ მათი გაერთიანების პროცესი რამდენიმე თვეს გასტანს. 

"მომხმარებლებს წინასწარ ეცნობებათ თარიღი, რის შემდეგ საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ ტელევიზიის და ფიქსირებულ ტელეფონიის მომსახურებას გაუწევს შპს "მაგთიკომი", გადართვის პროცესი განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში." - წერია ერთობლივ განცხადებაში.

მაგთიკომისა და კავკასუსის შერწყმის შემდეგ ქართლ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ახალი, აღმატებული საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტი ჩამოყალიბდება. ეს ქართულ ბაზარზე კომპანიათა შერწყმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემთხვევა იქნება. არსებული ინფორმაციით, კავკასუსის გაყიდვის ერთ-ერთი მიზეზი მრავალმილიონიანი საბანკო დავალიანება გახდა, რის გამოც კავკასუსის ფინანსური მდგომარეობა გართულდა.

კომენტარები