გვახსოვს ჩვენ, ბოლოს, როდესაც რუსთავი 2-ის თემა განსაკუთრებით გაცხელდა, ამ ბატალიებს გადაყვა პრემიერი. დაინიშნა ახალი პრემიერი, რომელიც ჩემს ფანჯარასთან მტრედი რომ ზის, ისე ღუღუნებს და გმობს ძალადობას ჩვენთან ერთად, ითხოვს იქ რაღაც მოგების გადასახადის გაუქმებას. ყველაფერზე გვეთანხმება, მაგრამ კეთდება აბსოლუტურად საპირისპირო, რადგან ის არის მარიონეტი. არაფერი შეცვლილა მისი მოსვლის შემდეგ - სასამართლოზე ზეწოლა გრძელდება, რუსთავი 2 ამის ნათელი მაგალითია, კაბელების საქმე ამისი ნათელი მაგალითია, პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობა გრძელდება, ზუსტად ისე, როგორც ღარიბაშვილის დროს ხდებოდა, ამის ნათელი მაგალითია კორცხელის შემთხვევა და ფაქტია, რო კალაძემ აჯობა ახლა პრემიერს, ვერ გაიტანა პრემიერმა თავისი და ფაქტია, რომ არავინ არაფერს გამოიძიებს. ყველაფერი, რაც ხდებოდა ღარიბაშვილის დროს, გრძელდება ახლაც. რატომ? იმიტომ, რომ ამ ყველაფრის სათავე არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილს წარმოუდგენლად მიაჩნია არჩევნების მოგება რუსთავი 2-ის დახურვის გარეშე, შესაბამისად, მზადაა მისთვის და ქვეყნისთვის უდიდეს რისკზე წავიდეს და ეგება სასამართლოს გზით სცადოს რუსთავი 2-ის ჩახშობა
tbl.ge/1pwg
დაკოპირდა

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




