ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ივანიშვილი: ნაციონალებმა მეცნიერება გაანადგურეს, ფუნდამენტამდე დაიყვანეს

ჯობდა, თქვენს "ნაციონალებს" არ გაენადგურებინათ მეცნიერება, როგორც გაანადგურა და ყურადღება მიექციათ დროზე. დღევანდელ ბიუჯეტსაც არ აქვს ამ პროექტის განხორციელების საშუალება და კერძო დაფინანსება მიდის ძირითადად. ეს ძალიან მძიმე იქნებოდა ბიუჯეტისთვის. თქვენ რომ სვამთ ამ შეკითხვებს, ვისი სააგიტაციო ტელევიზიაც თქვენ ბრძანდებით, კითხეთ თქვენს "ნაციონალებს", რა უქნეს მეცნიერებას, რანაირად გაანადგურეს, ფუნდამენტამდე დაიყვანეს. რაც ჩვენ მოვედით ყურადღება დავუთმეთ მეცნიერებას და ახლა ახალი გუნდი ახალი ძალებით, პოლიტიკოსებიც და მეცნიერებიც, ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაუბრუნდეს მეცნიერებას ის ღირსება, რაც ჰქონდა

ინტერპრესნიუსის ცნობით, ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები