შუალედური არჩევნები

ხაბარელი კორცხელის ინციდენტზე: არ იყო სპორტსმენების მიზანმიმართული მობილიზება

მე იქ ვერ დავინახე სპორტსმენი, რომელიც გამოჩენილი და წარმატებულია. ვნახე კადრები და იქ ზოგიერთს ვერ დავარქმევდი სპორტსმენს. ფიზიკურად შეიძლება, ძლიერები იყვნენ, მაგრამ არ ნიშნავს ეს იმას, რომ გამოჩენილი სპორტსმენები იყვნენ და სადღაც წარმატებები ჰქონდათ. ნუ, გეგეშიძე ნაკრების წევრი იყო ნამდვილად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ჩაყვანილი არ იყო, ჩასული იყო ალბათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული მობილიზება. ამ ადამიანებისგან[ენმ] იმდენი სიბინძურეა ჩადენილი წლების მანძილზე, რომ, როცა პირიქით პროვოკაციას აწყობენ, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის მიუღებელია.

ქართული ოცნების წევრი შოთა ხაბარელი სოფელ კორცხელში გუშინ მომხდარ ინციდენტზე.

კომენტარები