როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გაეცნობა ამ კანონს [საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ], იმედი მაქვს, თავად დაწრმუნდება იმაში, რომ ამ კანონში არის ძალიან ბევრი სიახლე, როგორც თავად ვნახე, და ბევრი ნაბიჯი გადადგმული იქითკენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იყოს დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, პარლამენტისგან, თავად პრეზიდენტისგან და რომ თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები გაძლიერდნენ, პროცედურები გაჯანსაღდეს და, მაგალითად, დაინერგოს სხვებთან ერთად საქმეთა ელექტრონული განაწილების პრინციპი საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც ჩვენ ეს შევთავაზეთ თავის დროზე საერთო სასამართლოების სისტემას.
წულუკიანი: ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელს ხდის
tbl.ge/1ozb
დაკოპირდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებზე.




