კრიმინალი

საცხოვრებელი სახლის გაქურდვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1976 წელს დაბადებული გიორგი მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, კვერნაძის ქუჩაზე, მოქალაქის საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც პერსონალური კომპიუტერი, 2 მობილური ტელეფონი, პლანშეტური კომპიუტერი, ფოტოაპარატი და სამკაულები მოიპარა.

"სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს და ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს შსს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-ნაწილის „ა"ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით).

კომენტარები