კახიძე: ამ ადამიანებს ქვეყანა უკან მიყავთ და ეს უნდა შეჩერდეს

გარკვეულწილად ვფიქრობდი, რომ საქმე ასე ცუდად არ წავიდოდა, თუმცა მერე უკვე ძალიან ცუდად წავიდა საქმე რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში ვგულისხმობ ეკონომიკურ ინიციატივებს. ეს მაგალითი, ანტიდემპინგური კანონმდებლობის, რაზე მიუთითებს. რომც არ მიიღონ ასეთი კანონი, მისი განხილვა როდესაც იწყება ხელისუფლების მაღალ ეშელონებში რა გზავნილს იღებს ამით ან მოქმედი ბიზნესი ან ინვესტორი, რომელმაც პოტენციურად ფული უნდა დააბანდოს ქვეყანაში. ეს კატასტროფაა, ასეთი ინიციატივები იყო ბევრი. რამდენჯერ დაგვისვამს შეკითხვა, რომ ამას განზრახ აკეთებენ თუ არ ესმით საერთოდ ანუ შეგნებულ მავნებლობასთან გვაქვს საქმე თუ უკიდურეს არაკომპეტენტურობასთან. ბოლოს ამ კითხვამაც შინაარსი დაკარგა, რა მნიშვნელობა აქვს, რა მოტივი ამოძრავებს იმ ადამიანს, ვისაც ქვეყანა უკან მიყავს, იმიტომ, რომ მიყავს უკან, ეს არის ფაქტი და ეს უნდა შეჩერდეს

დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კახიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები