ე.წ. კაბელების საქმე

ბურჯანაძე კაბელების საქმეზე: ხარისხიანი ქართველების აქციებს ვიხილავთ, არა?

კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩნდება ხოლმე, მაგრამ რაც შეეხება აქციების დაანონსებას, როგორც ჩანს, ამჯერად ჩვენ ხარისხიანი ქართველების აქციებს ვიხილავთ, ასეა, არა? როდესაც ჩვენ გვჭირდებოდა მხარში დგომა რეჟიმის წინააღმდეგ, უხარისხო ქართველები გვიწოდეს. ასე რომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სოლიდარობა მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ადამიანები სიმართლისთვის იბრძვიან. თუნდაც შენ იმ ადამიანების მიმართ პრეტენზიები გქონდეს.

დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენსა და ამასთან დაკავშირებით თავისუფალი დემოკრატების მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებზე.

კომენტარები