ანტიდასავლური პროპაგანდა

ილია მეორე ანტიდასავლურ და ქსენოფობიურ ღონისძიებას მიესალმა

ილია მეორე
მაესტრო

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებულ ანტიდასავლურ და ქსენოფობიურ "ოჯახების მსოფლიო კონგრესს" დაესწრო და მას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ყრილობაზე, სადაც ვასაძემ განაცხადა, რომ "რუს ხალხთან ერთად ჩვენ გავუძელით და თავიდან მოვიშორეთ და დავამარცხეთ ჯერ ფაშიზმი და შემდეგ კომუნიზმი, ორივე მოსული ჩვენთან დასავლეთიდან", ილია მეორემ თქვა:

"თქვენო აღმატებულებავ, კონგრესის პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ მეათე საერთაშორისო ოჯახის კონგრესის თავმჯდომარევ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ქალბატონებო და ბატონებო"

გულითადად მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით და პირადად ჩემი სახელით. კაცობრიობა დღეს დგას მრავალი პრობლემის წინაშე, გადადგმულია უზარმაზარი ნაბიჯები მეცნიერებაში, ტექნიკაში, მაგრამ ამავე დროს გადადგმულია ბევრი დიდი ნაბიჯი უკან, ზნეობაში. კონგრესი ოჯახის შესახებ ეს არის მნიშვნელოვანი მოპოვება კაცობრიობისა, ე.ი დღეს ერთ-ერთი მძიმე პრობლემა დგას წინაშე კაცობრიობისა, როგორც ამბობს ერთ-ერთი ლექსი, ინდური ლექსი, დაცარიელდა სიყვარულის დარბაზი. მართლაც დეფიციტია სიყვარულისა და ოჯახმა დაკარგა ის თავისი მნიშვნელობა, რომელიც უნდა ჰქონდეს მას. ოჯახი არის ღვთის მიერ დადგენილი ინსტიტუტი და ოჯახი არის ფუძე კაცობრიობის არსებობისა, სახელმწიფოს კეთილდღეობისა და სიმტკიცისა.

ოჯახი ეს არ არის შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცისა და ქალისა, ეს არის კანონიერი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის და ამას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. ეს არ უნდა დაკარგოს კაცობრიობამ. მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას", - სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ილია მეორემ კონგრესის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

უცხოელ დელეგატებთან ერთად, კონგრესზე პრორუსული პოლიტიკური პარტიების ლიდერები და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

ამერიკული ორგანიზაცია "ოჯახების მსოფლიო კონგრესი" Southern Poverty Law Center-ის მიხედვით წარმოადგენს ანტი-ლგბტ "სიძულვილის ჯგუფს". ის აქტიურად თანამშრომლობს კრემლის სხვადასხვა, ოფიციალურ თუ არაოფიციალურ წარმომადგენლებთან.

კომენტარები