საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე მესამე მოსმენა ხვალ გაიმართება

General view of Georgia's new parliament building for country's newly elected parliament in Kutaisi
David Mdzinarishvili / REUTERS

ხვალ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტს.

ხვალისთვის სესიის დანიშვნის საკითხზე ჩატარებულ პარლამენტის ბიუროს სხდომას კი, ხმაური მოჰყვა. ენმ-ისა და თავისუფალი დემოკრატების წევრებმა მოითხოვეს, მესამე, საბოლოო მოსმენით არ მიეღოთ ის კანონპროექტი, რომლის საბოლოო არავინ იცნობს. მათივე თქმით, ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებების განხილვას პარლამენტი კიდევ ერთ უქმე დღეს უთმობს, საკითხის მიმართ მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესს ადასტურებს.

ხვალ ბიუროს სხდომა დილით, 09:45 საათზე გაიმართება. ხვალვე ჩატარდება პლენარული სხდომაც.

კომენტარები