დამკრძალავი ბიუროები

დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებმა 112-ის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს

Palitra News

დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებმა 112-ის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სარიტუალო მომსახურების სფეროში უკანონო საქმიანობას აპროტესტებენ.

დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლები განმარტავენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები ადანმიანის გარდაცვალებისას, უკანონოდ, კონკრეტულ დამკრძალავ ბიუროებს ნაცნობობით აგებინებენ მომხდარის შესახებ, ხოლო სხვა დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლები საქმის გარეშე რჩებიან.

გარდა ამისა, დამკრძალავი ბიუროს თანმშრომლების თქმით, მათ უკმაყოფილებას ასევე იწვევს საავადმყოფოს დაცვის თანაშრომლების მოქმედებაც, რომლებიც ჩუმად სთავაზობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სარიტუალო მომსახურებას.

დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებს პრეტენზია აქვთ თბილისის გამგეობების მიმართაც, რადგან გამგეობის თანამშრომლები გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, რომლებიც მათთან სარიტუალო მომსახურების მისაღებად მიდიან, არეგისტრირებენ როგორც სოციალურად დაუცველ პირებს და დამატებით თანხას ართმევენ. „მომსახურების თანხას იღებენ თვითონ გამგეობის თანამშრომლები და ხდება ფულის გათეთრება", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

კომენტარები