ნოდია: დაპირებები საკმარისი არაა, მნიშვნელოვანია დაპირებულამდე გზის ჩვენება

ივანიშვილის კამპანიამ გაამართლა, მან არჩევნებში გაიმარჯვა თავისი დაპირებებით. საკითხავია ის, რომ ხალხმა, ამომრჩეველმა რამდენად გამოიტანა დასკვნები, ისწავლა ჭკუა იმ თვალსაზრისით, რომ დაპირებები არაა საკმარისი, საკმარისია დაპირებულამდე გზა რომ აჩვენოს პოლიტიკურმა პარტიამ. არაა საკმარისი, რომ პარტიამ თქვას, რომ ყველანი კარგად იცხოვრებთ. უნდა აჩვენოს, როგორ მიაღწევს იმას, რომ ყველამ კარგად იცხოვროს ან ზოგიერთმა მაინც უკეთესად იცხოვროს, როგორც მინიმუმ. ან ვთქვათ, გადავწყვეტ კრიმინალის პრობლემას, რატომ გადაწყვეტ შენ კრიმინალის პრობლემას უფრო კარგად, ვიდრე ვიღაც სხვა პარტია. ასეთი ტიპის დისკუსიები ნაკლებად გვქონდა

პოლიტოლოგი გია ნოდია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები