საბანკო ზედამხედველობა

ხადური: IMF-ის პროგრამის დასრულებას ხელს საბანკო ზედამხედველობის კანონი უშლის

ტაბულა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დასრულებას ხელს უშლის საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონი, რომელიც ამ დრომდე საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება.

"მომავალ კვირაში ველოდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას. მართლაც, პროგრამა არ არის დასრულებული და ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ ზედამხედველობის სამსახურის საკითხი. თქვენ იცით, რომ ამ საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. 23 მილიონი ევროა ის თანხა, რომელიც პირდაპირ არის დამოკიდებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიაზე, მათ შორის, ეს არის 10 მილიონი გრანტი და 13 მილიონი ევროს სესხი ევროკავშირიდან, რომელსაც ველოდებით და იმედი მაქვს, რომ სავალუტო ფონდთან ძალიან კონსტრუქციულად გავაგრძელებთ მუშაობას", - ამბობს ხადური.

კომენტარები