რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება. როგორც მოგეხსენებათ, ამ საკითხს გააჩნია ორი განზომილება: ეს არის საკუთრების განზომილება და ეს არის სიტყვის თავისუფლების და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის განზომილება. მე, რა თქმა უნდა, არ მაქვს უფლება და ვერც ჩავერევი ვერანაირად სასამართლო განხილვაში, თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა. როგორიც არის - მწვავე, ხშირად, მე ვფიქრობ, რომ სიმართლისგან დაშორებული, თუნდაც არაობიექტური, თუნდაც, შეიძლება, გული გვეტკინოს ხშირად, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიუჟეტები შეიძლება, შუქდებოდეს გადაცემების ბოლოში და ა.შ. არანაირად არ ვისურვებდი, რომ ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც დღეს რუსთავი 2-ს გააჩნია, რამენაირად შეიცვალოს, განსაკუთრებით არჩევნებამდე, რომ ოპონენტებს არ მივცეთ სპეკულაციის არანაირი საშუალება. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ეს. ჩვენ გვჭირდება, რომ დამოუკიდებელმა მედიაკომპანიამ აწარმოოს ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც მას მიაჩნია, რომ უნდა აწარმოოს და არანაირად არ ვისურვებდი, რომ რუსთავი ორის ეს სტილი, რომელიც დღეს მას გააჩნია, რამენაირად შეიცვალოს, განსაკუთრებით, კიდევ ერთხელ ვამბობ - არჩევნებამდე, იმიტომ, რომ ჩვენ ეს არ გვჭირდება. არ გვჭირდება იმიტომაც, რომ ჩვენ შეგვიძლია, სიმართლე გავაგებინოთ ხალხს. და არ გვჭირდება იმიტომაც, რომ არ მივცეთ საშუალება არავის, ხელზე დაიხვიოს ეს საკითხი და რამენაირად გამოიყენოს პოლიტიკურად. ამიტომ, როგორიც არ უნდა იყოს შედეგი ამ სასამართლო პროცესის, მე ვისურვებდი და ყველაფერს გავაკეთებ ჩემი მხრიდან, თუკი რამე იქნება შესაძლებელი, რომ არავის მიეცეს საშუალება ამ საკითხით სპეკულირების.
tbl.ge/17pn
დაკოპირდა
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე