ჟენევის ფორმატი

ბან კი მუნი ჟენევის ფორმატში გაეროს აქტიური ჩართულობის მზადყოფნას გამოთქვამს

un.org

გაერო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატში აქტიური ჩართულობის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. გაერო-ს გენერალური მდივანი გიორგი კვირიკაშვილს დღეს ტელეფონით დაუკავშირდა და წუხილი გამოთქვა, რომ, დღის წესრიგის მოულოდნელი ცვლილების გამო, საქართველოში ვიზიტის გადადება მოუხდა. ბან კი მუნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 23 აპრილს იგეგმებოდა, თუმცა ორი დღის წინ მისი ვიზიტი გადაიდო.

ბან კი მუნი მზად არის, მიმდინარე წლის განმავლობაში ეწვიოს საქართველოს, რათა პირადად გაეცნოს ქვეყნის მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების კუთხით მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გაეროს აქტიური ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილმა გამოხატა მზადყოფნა, ბან კი მუნს მისთვის სასურველ დროს უმასპინძლოს საქართველოში. 

კომენტარები