IRI-ის კვლევა

IRI: 68% მხარს უჭერს ქალთა რაოდენობის ზრდას პოლიტიკაში

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის ახალი, ჯერ გამოუქვეყნებელი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ქალთა მონაწილეობის ზრდას პოლიტიკაში. კითხვაზე, "უჭერთ თუ არა მხარს ძალისხმევას, გაიზარდოს ქალთა რაოდენობა პოლიტიკაში", გამოკითხულთა 68% დადებითად პასუხობს, 19% - უარყოფითად, ხოლო 13%-ს პასუხი არ აქვს.

გამოკითხულთა 25%-ს პარლამენტსა და საკრებულოში ქალთა ოპტიმალურ პროცენტულ წარმომადგენლობად 0-10% მიაჩნია, 26%-ს - 11-25%, 14%-ს - 26-35%, ხოლო 8% მიიჩნევს, რომ ოპტიმალური იქნებოდა, საკრებულოს და პარლამენტის წევრთა 36-50% ქალი იყოს. ქალთა 50%-ზე მეტ წარმომადგენლობას არც ერთი გამოკითხული არ უჭერს მხარს, ხოლო 27%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კითხვაზე, "თუ თქვენი ოჯახის წევრი ქალი მოინდომებს, აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში, რამდენად დაუჭერდით მხარს", 32% ამბობს, რომ ნამდვილად დაუჭერდა მხარს, 28% გარკვეულწილად დაუჭერდა. 8% - გარკვეულწილად არ დაუჭერდა მხარს, 14% - ნამდვილად არ დაუჭერდა. ნეიტრალური პოზიცია აქვს გამოკითხულთა 11%-ს, ხოლო 7% პასუხზე უარს ამბობს.

კომენტარები