საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის ახალი, ჯერ გამოუქვეყნებელი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა უახლოესი ხუთი წლის მანძილზე საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას არ ელოდება.
კითხვაზე, "როგორ ფიქრობთ, როდის გახდება საქართველო NATO-ს წევრი", გამოკითხულთა 3% პასუხობს, რომ 2017 წელს. 5%-ის აზრით, 2019 წელს. ხოლო 8% ფიქრობს, რომ - 2021 წელს. გამოკითხულთა 26% პასუხობს, რომ "უფრო გვიან", ხოლო 15% - "არასოდეს".
IRI-ის კვლევაში მონაწილეთა 43% კითხვაზე არ პასუხობს ან აცხადებს, რომ არ იცის.





