საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი, ჯერ გამოუქვეყნებელი კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 20% პასუხობს, რომ ქართულ ოცნებას, 19% ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს ხოლო 13% თავისუფალ დემოკრატებს.
ტაბულას ინფორმაციით კვლევის შედეგებს უკვე გაეცნენ პოლიტიკური პარტიები.





