სირიის კონფლიქტი

გაერომ სირიიდან 500 დაშავებული გაიყვანა

Reuters

გაერომ სირიის ალყაშემორტყმული ქალაქებიდან 500 დაშავებული გაიყვანა. მათი ნახევარი პროსამთავრობო ძალების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქებიდან გამოიყვანეს, ნახევარი კი აჯანყებულთა მიერ დაკავებული ქალაქებიდან.

გაეროს წარმომადგენლების თქმით, ყველა გამოყვანილი დაზარალებული დაუყოვნებლივ იქნება უზრუნველყოფილი სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო მედიკამენტებითა და სხვა სახის დახმარებებით.

სირიის კონფლიქტის განმავლობაში, რომელიც უკვე 5 წელია გრძელდება, ეს "ევაკუაცია" ყველაზე მასობრივი იყო.

კომენტარები