2016 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხივლესი საექსპორტო საქონლიდან ექვსის ექსპორტი შემცირდა, ამის შესახებ საქსტატის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკიდან გახდა ცნობილი. 2016 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს ექსპორტმა სულ $443 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით ნაკლებია, იმპორტი კი $1.7 მილიარდი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით ნაკლებია.
იმ ექვსი საქონლის ჩამონათვალი რომელთა ექსპორტიც შემცირდა ასე გამოიყურება:
- ავტომობილების ექსპორტი - $37 მილიონი, 35%-იანი კლება
- თხილი - $33 მილიონი, 36%-იანი კლება
- ფეროშენადნობები - $27 მილიონი, 44%-იანი კლება
- აზოტოვანი სასუქები - $23 მილიონი, 32%-იანი კლება
- მინერალური წყლები- $19.3 მილიონი, 16%-იანი კლება
- მედიკამენტები - $18.8 მილიონი, 24%-იანი კლება
- სხვა საქონელი $145 მილიონი, 16%-იანი კლება
ექსპორტის ზრდა ოთხი დასახელების პროდუქტში შეიმჩნევა, ესენია: სპილენძის მადნები ($84 მილიონი, ზრდა 37%), ღვინის ექსპორტი ($19 მილიონი, ზრდა 24%), სპირტიანი სასმელები ($17 მილიონი, ზრდა 75%) და ოქროს მადნები ($17.7 მილიონი, ზრდა 39%).
ექსპორტის კლების მიუხედავად 2016 წლის პირველ კვარტალში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, რაც სავარაუდოდ უცხოური ვალუტის შემოდინების სხვა წყაროების მაგ. ტურიზმის ზრდას უკავშირდება. ასევე ლარის კურსზე გავლენა იმპორტის შემცირებულმა მაჩვენებელმაც მოახდინა, რის გამოც ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება შემცირებულია.





