კონფრონტაცია, რომელიც დესტრუქციაში გადადის, არის დასამთავრებელი. ჩემდა სამწუხაროდ, ჩემი არაერთი განცხადება ოპონენტებისადმი, ყველა ოპონენტმა არ მიიღო და ვერ მოახერხეს გადაწყობა ახალ ფორმატზე. ვთავაზობ ხალხს, რომ დავასრულოთ შეურაცხყოფები. რამდენად ევროპელებიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ ვართ კავკასიელები, ჩვენთვის პიროვნული შეურაცხყოფა მომაკვდინებელია. ადამიანმა შეიძლება, ვერ გაუძლოს უბრალოდ, ან მოკლას ვიღაც ამის გამო, ამიტომ დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ და ისე წავიდეთ წინ, რომ არ ვლანძღოთ ერთმანეთი, და გავავლოთ მკაფიო ხაზები ოპონირებასა და შეურაცხყოფას შორის. ეს არის ჩემი გამოწვევა, მთავარი მიზანიც ეს არის, რომ ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანებს მეტი სითბო ექნებათ ერთმანეთს მიმართ. შეიძლება, არ მოგწონდეს ვიღაცის აზრო, მაგრამ არ გეზიზღებოდეს. ეს პრაქტიკა ჩვენი დამკვიდრებული არ არის. უბრალოდ, იმ მემკვიდრეობის მიმღებები ვართ და ესეც სიმართლეა. ეს არის დღეს ჩვენი გამოწვევა, რომ მშვიდობიან ქვეყანაში ვიცხვროთ, ჩვენ თუ შიგნით არ გვექნება ერთმანეთს პატივისცემა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ, რა განვითარებაზე უნდა ვილაპარაკოთ.





