ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გამოტანილი არგუმენტები [მოსმენების კანონმდებლობაზე] არადამაჯერებელია, სუსტია. თავად საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ ეს სისტემა ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება; თავად საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ დიახ, კონტროლის მექანიზმები არსებობს; ასევე პრეზუმფცია იმისა, რომ სახელმწიფო მოხელეები ამ სისტემას უკანონოდ არ გამოიყენებენ. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლო ამ კონტექსტში გვეუბნება, რომ მაინც რჩება მაღალი რისკი. თავისთავად ცხადია, რისკები, მით უმეტეს, როცა საქმე უსაფრთხოებას შეეხება, არსებობს. ეს არგუმენტები ჩემთვის აბსოლუტურად არასაკმარისია იმისათვის, რომ ვთქვათ ასეთ სისტემაზე უარი, ბევრ ევროპულ ქვეყანაში უფრო მკაცრი სისტემები მოქმედებს. წარმოუდგენელია პოლიციელს ჩამოვართვათ ტაბელური იარაღი იმის გამო, რომ თეორიულად არსებობს რისკი, რომ მან იარაღი არამიზნობრივად გამოიყენოს. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შევეცდებით, რომ დავხვეწოთ. პირდაპირ გეტყვით, რომ არსებული მოდელი ძალიან კარგია წინა მოდელთან შედარებით, თუმცა, ამის დახვეწა შეიძლება. მაგრამ ყოველთვის მოგვიწევს ბალანსის პოვნა ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების მიზნებს შორის. ვფიქრობთ, რომ ეს ბალანსი კარგად არის დაცული, მაგრამ თუ არის საზოგადოების დაკვეთა, რომ უფრო მეტი აქცენტი ადამიანის უფლებებზე გავაკეთოთ, ჩვენ ასე გავაკეთებთ.
tbl.ge/1161
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე.
ამავე თემაზე
- სუს-ში შემავალი ინფორმაცია 30-ჯერ გაიზარდა, მოსმენებიც არის გაზრდილი – მდინარაძე
- ლილუაშვილი: გაეროს გენერალურ მდივანს თუ უსმენენ, ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ?
- ლომჯარია: მედიის წარმომადგენლების მიყურადება მიზნად ისახავს მათ დაშინებას
- დეგნანი ჟურნალისტების ფარულ ჩანაწერზე: ეს ფაქტი შეშფოთების საგანია
- ზალკალიანი მოსმენებზე: ესტონეთის პრემიერმა ღარიბაშვილისგან მიიღო ამომწურავი პასუხი




