9 აპრილი იყო უდიდესი ტკივილი ჩემი თაობისთვის და მთელი მაშინდელი საქართველოსთვის, მაგრამ ამ ტკივილში დაიბადა ახალი ქართული საზოგადოება, ამ ტკივილში დაიბადა ჩვენი თავისუფლება და ახალი საქართველო. ამიტომ დღეს ვალდებულები ვართ იმ ტკივილის გასახსენებლად, იმ ათასობით ანთებული სანთლის, ქართული სისხლის, ქართული სულის გასახსენებლად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღარასოდეს აღარ დადგეს ეჭვისქვეშ ჩვენი თავისუფლება და ჩვენ ვიყოთ პირნათელი იმ გმირების სულების წინაშე ვინც საკუთარი სიცოცხლე აი ამ ადგილას გაწირა ჩვენი დღევანდელი თავისუფლების და ჩვენი უკეთესი მომავლისთვის.
tbl.ge/j61
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე, 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ, 9 აპრილის მემორიალთან.
ამავე თემაზე
- კალაძე: უცხოური ძალა იყო საბჭოთა არმია, აბა ვინ იყო
- ოცნების მიერ რეალობის გამრუდების მცდელობა შემაშფოთებელია – გახარია საქართველოსთვის
- უცხო ძალები მოქმედებენ იგივე მეთოდებით, როგორც მოქმედებდა საბჭოთა "კაგებე" – კობახიძე
- პაპუაშვილი: როდიონოვის ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე ადამიანებმა ჩაანაცვლეს
- ზურაბიშვილი: 9 აპრილი სასტიკი დარბევის დღეა, რუსები იყვნენ ის ჯარისკაცები, არა "უცხო ძალა"




