NATO-საქართველო

თოფაძე: იმის ნაცვლად, რუსებს მოველაპარაკოთ, ხიდაშელი გაჰკივის - NATO-ო

ავიღოთ, თუნდაც, ნატოში გაწევრების თემა. გვეუბნებიან გასაგებად, არ გიღებთ ნატოშიო, მაგრამ ქალბატონი თავდაცვის მინისტრი მილიონობით ადამიანს ატყუებს - მიგვიღებენო. ჯეიმს აპატურაიმ განგვიცხადა, არ გიღებთ თქვენივე უსაფრთხოების გამოო, მაგრამ, ჩვენში დარჩეს, რაში ენაღვლება დასავლეთს საქართველოს უსაფრთხოება?! უბრალოდ, იმ ხუთმა თვემ, რომელთა განმავლობაშიც რუსეთმა იომა სირიაში და ხმამაღლა აუწყა მსოფლიოს, ისევ დავიბრუნე ზესახელმწიფოს სტატუსიო, ყირაზე დააყენა გეოპოლიტიკა, ე.წ. ერთპოლუსიანი სამყარო მოკვდა. და იმის მაგივრად, ჭკუას ვუხმოთ, დავჯდეთ და რუსებს მოველაპარაკოთ, ხიდაშელი ჯიუტობს და გაჰკივის: "ნატოოო". ნეტავ, რამის გამკეთებელი იყოს.

მრეწველთა ლიდერი გოგი თოფაძე გაზეთ საქართველო და მსოფლიოსთან.

კომენტარები