ბაქრაძე: ევროინტეგრაცია არის ყველაზე კარგი დაცვა რეგიონული არასტაბილურობისგან

საქართველოს გარშემო ძალიან მოიმატა არასტაბილურობამ. თუ გადავხედავთ რეგიონს ყველგან, იქნება ეს მთიანი ყარაბაღი, ახლო აღმოსავლეთი თუ უკრაინა - ყველგან სიტუაცია არის უაღრესად დაძაბული, ამიტომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ძალიან ფრთხილი, გააზრებული და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, საქართველო შეძლებს თავი დააღწიოს იმ რისკებს, რომელიც მის გარშემო არსებობს. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც ამ რისკებისგან თავის დასაღწევად არსებობს, გახლავთ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გაგრძელება, ჩვენი NATO-ში გაწევრიანების გაგრძელება და, საბოლოო ჯამში, საუკეთესო უსაფრთხოების გარანტია ასეთი რისკების წინააღმდეგ იქნება სწორედ საქართველო, რომელიც არის ძლიერი, სადაც არის ძლიერი ინსტიტუტები, რომელიც არის NATO-ს წევრი, ევროკავშირის წევრი და, საბოლოო ჯამში, ეს არის ყველაზე კარგი დაცვა რეგიონული არასტაბილურობისგან. დღეს სიტუაცია მართლაც საშიშია და მე ვუსურვებ ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, პარტნიორებს, ჩვენს ძმებს, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყოს, დაწყნარებულიყოს და ვუსურვებ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლით მოხერხდეს სიტუაციის დასტაბილურება.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ყარაბაღის კონფლიქტზე

კომენტარები