პირადი კადრები

ზაქარეიშვილი: კადრების გავრცელების პრევენცია ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა

შემაშფოთებელია ის, რაც ხდება. ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება მსოფლიოში კიბერდანაშაულთან დაკავშირებით - უამრავი საიტი არსებობს და უამრავი გვარი, მაგალითად, ასანჟი და სხვა პიროვნებები, რომლებიც არა პირადი ცხოვრების ინფორმაციას, მაგრამ ავრცელებენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოს აზარალებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ კიბერუსაფრთხოება და კიბერდანაშაული ჯერ კიდევ მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. გამოძიება სანამ არ დამთავრდება, ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს გამოწვევაც. გარდა იმისა, რომ კიბერდანაშაულზეა საუბარი და შეიძლება, უკონტროლო და სახელმწიფოს საწინააღმდეგო ვრცელდებოდეს, რომლის წინაშე უამრავი დიდი სახელმწიფო დგას, გარდა ამისა, ამას ემატება ქართულ სინამდვილეში ამორალური ფონი - ადამიანის პირადი ცხოვრების კადრებს ავრცელებენ. დანაშაული დანაშაულია. ერთნაირად უნდა ხდებოდეს მის წინააღმდეგ ბრძოლა. რაც ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად მობილიზებულია, რათა მინიმუმზე დავიდეს ამ კადრების გავრცელება და დროულად მოხდეს მათი როგორც აღკვეთა, ისე გამოძიება არა მარტო ჩაწერისა და დროის მიხედვით, არამედ როგორ ხდება დღეს ამის გავრცელება. ვადასტურებ, რომ ვუყურებ ამ პროცესებს და მსოფლიოში ჯერ ვერცერთმა სახელმწიფომ ვერ მოახერხა ამის პრევენცია. როგორც წესი, ხდება უკვე გამოქვეყნებულ მასალაზე ზემოქმედება.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ.

კომენტარები