საქართველოს ხელისუფლება

ჩერგოლეიშვილი: ხე არის იმ ყოფის სიმბოლო, რაშიც ვიმყოფებით

მესმოდა ხოლმე შეძახილები, კარგით ახლა, რას გადააყოლეთ ამ ერთ ხეს. საქმე ხეში საერთოდ არ არის. ეს ხე არის, უბრალოდ, სიმბოლო იმ ყოფის, რაშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, როდესაც ქვეყანას მართავს ერთი უკიდურესად ახირებული ადამიანი. ეს ახირებები გამოიხატება სხვადასხვა რამეში. მაგალითად, აიღებს ადამიანს, პრეზიდენტად დანიშნავს, მერე გაანადგურებს მას, შეურაცხყოფას მიაყენებს, ეტყვის - სასახლიდან გამოდი. ესაა - "მე მოგიყვანე, მევე გაგანადგურებ“. ბატონი ღარიბაშვილის მაგალითიც, ცირკის მასხარად აქცია და მოიშორა თავიდან, გადააგდო. ამაშია პრობლემა. თან რამხელა მობილიზება მოხდა, რომ ივანიშვილის ახირება დაეკმაყოფილებინათ. ყველა სტრუქტურა იყო ჩართული. 

ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემა "თეორემაში".

კომენტარები