სირიის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ პალმირაზე კონტროლი აღადგინეს, ამის შესახებ ინფორმაციას სირიის საინფორმაციო სამსახურები ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა რუსული ავიაციის დახმარებით ისტორიული ციხე-სიმაგრე აიღეს და მთლიანად აკონტროლებენ სამარხების ველს, სადაც 2015 წლის შემოდგომაზე ისლამისტებმა უძველესი კოშკები გაანადგურეს. ბრძოლები პალმირას რეგიონში ამ დრომდე გრძელდება.
გავრცელებული ინფრომაციით, ასადის არმიამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ათობით მებრძოლი მოკლა, მათ შორის დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, აბდულ რაჰმან მუსტაფა ალ-ქადული, მეტსახელად ჰაჯი იმანი, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ე.წ. ფინანსთა მინისტრი და ლიდერის მარჯვენა ხელი იყო. ლიკვიდაციაზე განცხადება პენტაგონმაც დაადასტურა.





