შსს

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, გორის რაიონის სოფელ ქვემო სობისში ერთი პირი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ე.წ. კალაშნიკოვის სისტემის, ა-კა-74-ის მოდელის მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 1 მჭიდი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები