საგარეო ვაჭრობა

საქართველოს ათი უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან ექვსის ექსპორტი შემცირებულია

independent.co.uk

ლარის ბოლოდროინდელი გამყარების მიუხედავად, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ტემპი შემცირებულია. საქსტატის ცნობით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ათი ძირითადი საექსპორტო საქონლიდან ექვსის ექსპორტი შემცირებულია. ამ შემცირებით საქართველომ $40 მილიონზე მეტი მოცულობის სავალუტო შემოსავალი დაკარგა. 2016 წელს შემცირდა ისეთი პროდუქციის ექსპორტი, როგორიცაა: აზოტოვანი სასუქები, ფეროშენადნობები, მინერალური წყლები და სხვა პროდუქტები.

პროდუქციის ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

  1. ავტომობილების ექსპორტი - $22 მილიონი, 45%-იანი კლება
  2. თხილი - $20.7 მილიონი, 49%-იანი კლება
  3. აზოტოვანი სასუქები - $16.5 მილიონი, 15%-იანი კლება
  4. მინერალური წყლები- $12 მილიონი, 20%-იანი კლება
  5. მედიკამენტები - $10.4 მილიონი, 18%-იანი კლება
  6. ფეროშენადნობები - $9.9 მილიონი, 71%-იანი კლება

ექსპორტის ზრდა ოთხი დასახელების პროდუქტში შეიმჩნევა, ესენია: სპილენძის მადნები ($29 მილიონი, ზრდა 49%), ღვინის ექსპორტი ($12 მილიონი, ზრდა 21%), სპირტიანი სასმელები ($11.2 მილიონი, ზრდა 45%) და ოქროს მადნები ($11.8 მილიონი, ზრდა 43%).

ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირების მიუხედავად, თებერვალში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, რაც სავარაუდოდ ტურიზმის 20%-იან ზრდასა და რეალური იმპორტის შემცირებას უკავშირდება.

კომენტარები