თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პაპავა: აკადემიური საბჭო ჩემი იმპიჩმენტის თემას დღეს ნამდვილად არ განიხილავს

გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ, მე ამის შესახებ რამენჯერმე ვთქვი. მაქვს საკმაოდ სერიოზული ტვირთი - ვიყო ასეთი მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის რექტორი და ეს ტვირთი უნდა მივიყვანო ბოლომდე. იქიდან გამომდინარე, რა პასუხისმგებლობაც მაკისრია, და დარწმუნებული ვარ, რომ მთლიანად მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება, ყველა სტუდენტი, ვინც დღეს თუნდაც არ მიჭერს მხარს, ყველა ერთად შევძლებთ არსებული პრობლემების გადაწყვეტას. სხვა გზა უბრალოდ არ არის. იმპიჩმენტის თემა დღეს ნამდვილად არ იხილება, დღეს საკადემიურ საბჭოს აქვს სრული მზაობა, რომ შევიდეს კომუნიკაციაში სტუდენტთა ორივე მხარესთან, ასევე, მეც დაინტერესებული ვარ, საბჭომ მომისმინოს, მოისმინოს ყველა დაინტერესებული მხარე და რაც მთავარია, აკადემიურმა საბჭომ შეისწავლოს ის პრობლემები, რასაც სტუდენტები აყენებენ. დაწყებული რექტორის პასუხისმგებლობიდან და დამთავრებული ეს სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ, ოდეერის შესახებ, თვითმმართველობის გამოყენებული თანხების გამჭვირვალობის შესახებ. ეს ყველას ინტერესშია.

თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა გადაცემა არჩევანში.

კომენტარები