პირადი კადრები

ქუცნაშვილი ფარულ კადრებზე: სისტემურ დანაშაულს გამოვრიცხავ

მე სისტემურ დანაშაულს გამოვრიცხავ, იმიტომ რომ არავინ არ არის დაინტერესებული და არავის არ აქვს ასეთი სისტემა შექმნილი, რომ გააგრძელოს იგივე, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას... ძველი თავდაცვის სამინისტროში სპეციალური განყოფილება არსებობდა, რომელსაც ჰქონდა სპეციალური სამონტაჟო ოთახები. იტყუებდნენ მსხვერპლებს და იღებდნენ ამ სამონტაჟო ოთახებში. ის ჯგუფი მხილებულია, გასამართლებულია და დასჯილია. მთელი ჯგუფი იყო თავდაცვის სამინისტროში. დღეს ასეთ სისტემურ პრობლემასთან საქმე არ გვაქვს. ცალკეულ შემთხვევებს მე არ გამოვრიცხავ.

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები