ინტერნეტი

5 აპრილს გაირკვევა, იყიდის თუ არა ბილაინი კავკასუს ონლაინს

techreviewer.co.uk

შპს მობიტელი, ანუ ბილაინი კავკასუს ონლაინის საცალო ქსელის შეძენას გეგმავს, თუმცა გარიგება ვერ შედგება, თუკი ბაზრის რეგულატორი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია დადებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს. გადაწყვეტილების მიღების ვადა კი 5 აპრილს იწურება.

"კომისიამ შპს „მობიტელის" მიერ შპს „კავკასუს ონლაინის" საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2016 წლის 5 აპრილს უნდა დაასრულოს, როდესაც საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალური, სამთვიანი ვადა იწურება", - წერია კომისიის განცხადებაში.

კავკასუსისა და ბილაინის მიერ გასული თვეების მანძილზე კეთდებოდა განმარტებები, რომ კომპანიები მხოლოდ ინტერნეტის საცალო ბაზრის ნაწილში ერთიანდებოდნენ, შავი ზღვის ფსკერზე არსებული ინტერნეტკაბელი კი ისევე კავკასუსის საკუთრებაში დარჩებოდა. 

კომენტარები