[უვიზო მიმოსვლა] არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევალთ ევროკავშირის ქვეყანაში და იქ დავსახლდებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვეძლევა უფლება, შევიდეთ უვიზოდ ევროკავშირის ქვეყანაში და იქ დავრჩეთ სამუშაოდ. თუ ეს მოხდება, ეს იქნება დარღვევა. ვინც უვიზო მიმოსვლის წესებს დაარღვევს, უკან, საქართველოში დავაბრუნებთ და შემდეგ უკვე იქნება რამდენიმეწლიანი აკრძალვა ევროკავშირში შესვლაზე. ყველას შეგვხვედრია ჩვენი მოქალაქე, რომელიც არალეგალურად ცხოვრობს ევროკავშირის ქვეყანაში. პირველი ნაბიჯი იქნებოდა, რომ მათ იმ ქვეყანაში, სადაც არიან, სასწრაფოდ გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ თავიანთი სიტუაციის რეგულარიზაცია [მოახდინონ] ანუ დააკანონონ თუ ეს შესაძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შეეცადონ, რომ უკვე ახალ პირობებში კანონიერად შევიდნენ ევროკავშირის ქვეყანაში. თუმცა პრობლემა ის არის, რომ უვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს ევროკავშირის ქვეყანაში შესვლას და იქ ცხოვრებას.
tbl.ge/1og
დაკოპირდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვიზალიბერალიზაციის შესახებ.
ამავე თემაზე
- სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო
- წილოსანი უვიზოზე: 31 აგვისტო წინასაარჩევნოდ ტემპერატურის ასადუღებლად ხომ არ დათქვეს?
- წულუკიანი: დასჯის მცდელობაა, უვიზოს შეჩერება წარმოუდგენელი და შეუძლებელია
- კალაძე უვიზოზე: არ მოტყუვდეთ, პროცესის დაწყებასაც კი EU-ს 27 წევრის თანხმობა სჭირდება
- ქუთაისის აეროპორტში ფრანგი, პარიზში - ქართული საიმიგრაციოს წარმომადგენლებიც იქნებიან




