გაზპრომთან მოლაპარაკებები

კალაძე გაზზე მოლაპარაკებებზე: "მილანში" კონკურენციის გამო იყო კარგი შედეგი

პატარა გადახვევას გავაკეთებდი განვლილი ცხოვრებიდან. იცით, რომ ფეხბურთს ვთამაშობდი. მილანის მწვრთნელს ყოველთვის ჰქონდა ძალიან დიდი შედეგი მაშინ, როდესაც გუნდის 22 ფეხბურთელიდან უნდა ეთამაშა 11 ფეხბურთელს. იყო ძალიან დიდი კონკურენცია. ზუსტად კონკურენციის შედეგად ხდებოდა მაქსიმალური შედეგის მიღწევა, მაქსიმალური წარმატებები. ეს პატარა პარალელია ბუნებრივ აირზე მოლაპარაკებებთან მიმართებით. ზუსტად, ამის შედეგია ის ძალიან კარგი კონტრაქტის პირობები, რომელსაც მივაღწიეთ სოკართან.

 

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გაზპრომთან მოლაპარაკებებზე საკომიტეტო მოსმენაზე.

კომენტარები